კითხვა-პასუხი
-
სერტიფიკატი გაიცემა კურსის დასრულების შემდგომ?
კურსის დასრულების შემდეგ მინიმუმ 70 ქულის დაგროვებისას მიიღებ სერტიფიკატს.
90 ქულაზე მეტის დაგროვების შემთხვევაში დამატებით მიიღებ ლექტორის წერილობით რეკომენდაციას და იმ შემთხვევაში თუ კურსს თან ახლავს პრაქტიკა, მას გაივლი სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.
-
განვადება მოქმედებს თქვენთან?
შეგიძლია ისარგებლო განვადებით შემდეგ ბანკებში - თიბისი, საქართველოს ბანკი, Space, კრედო, რებანკი.
განვადების განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ, სმარტ აკადემიის საიტიდან კურსზე რეგისტრაციისას.
გადასახადი ნაწილდება 3 თვიდან - 48 თვემდე (4 წ.) პერიოდზე, დამოკიდებულია ბანკზე.
-
როგორია ონლაინ განვადების დამტკიცების პროცესი?
ონლაინ განვადების შევსებიდან მალევე, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში უნდა მოგივიდეს პასუხი დაგიმტკიცდა თუ არა განვადება.
თუ პასუხი არ მოგივიდა 24 საათის განმავლობაში, დარეკე ბანკში და ოპერატორისგან მიიღებ პასუხს.
დამტკიცების შემთხვევაში აუცილებლად დაგვიკავშირდი Facebook-ზე ან ტელეფონზე 595 54 00 54 ანი, 595 20 22 66 ნათია, 0322 110 105 ოფისი.
-
ასაკობრივი შეზღუდვა გაქვთ?
15 წლიდან ზემოთ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენთან მარტივად დარეგისტრირდეს და დაიწყოს სწავლა, 15 წელს ქვემოთ ასაკის მსურველები კი პატარა გასაუბრებას გაივლიან.
ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის.
-
კურსზე ადგილის დაჯავშნა როგორ ხდება?
კურსზე ადგილის დასაჯავშნად, შეგიძლია:
- გაიარო რეგისტრაცია კურსის გვერდიდან
- მოგვწერო Facebook-ზე
- მოგვწერო instagram-ზე
- კარიერის კონსულტანტთან დარეკვით 595 54 00 54 ანი, 595 20 22 66 ნათია, 0322 110 105 ოფისი
რეგისტრაციის შემდეგ ადგილის გარანტირებულად დასაჯავშნად საჭიროა კურსის საფასურის დაფარვა
-
როგორ დაგიკავშირდეთ?
-
საბანკო რეკვიზიტები
თიბისი ბანკი
GE44TB7156136020100004
საქართველოს ბანკი
GE10BG0000000162619287