0
მენიუ
banner banner

Live Coding - როგორ შევქმნათ მარტივი iOS აპლიკაცია




Video thumbnail

✨ 17 თებერვალს, 20:00 საათზე, ჩატარდება ღია ლექცია: ,,Live Coding - როგორ შევქმნათ მარტივი iOS აპლიკაცია”

ლექცია 4 ნაწილისგან შედგება:

📌 შესავალი 

  • პროფესია iOS დეველოპერი

  • iOS დეველოპერის მოვალეობები და უნარები

  • რჩევები დამწყებ iOS დეველოპერებს

  • დასაქმების მაჩვენებელი უცხოურ კომპანიებში

  • iOS დეველოპმენტის შესწავლისთვის საჭირო დრო 

📌 Live Coding - მარტივი iOS აპლიკაციის შექმნა

📌 კურსდამთავრებულის, თიკო ჯანიკაშვილის, ფინალური პროექტის პრეზენტაცია

📌 კითხვა-პასუხი

ლექციას ჩაატარებს ვასილ ბარამიძე:

  • ვასილ ბარამიძე არის iOS დეველოპერი გერმანულ კომპანიაში „CHECK24“.

  • იგი 2019-2022 წლებში იკავებდა iOS დეველოპერის პოზიციას „Lemondo business“-ში.

  • ვასილს უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორებიც არის: Moitane, Goodwill, TKT Manager, Spar Georgia და სხვ;

  • იგი არის თანაავტორი წიგნისა: „მონაცემთა საცავებში ბიზნეს ანალიზი SQL Server Analysis Services გამოყენებით” (2018).


დასწრება თავისუფალია

დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
AI მარკეტინგის კურსი

AI მარკეტინგის კურსი

AI მარკეტინგის კურსის მიზანია დაანახოს მონაწილეებს, როგორ ცვლის AI მარკეტინგის ყველა საფეხურს - კვლევიდან და სტრატეგიიდან კონტენტის შექმნამდე, რეკლამირებამდე და მომხმარებელთან ურთიერთობამდე.
MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.
კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.
IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+ კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა Comptia A+ ის ორი საერთაშორისო სერტიფიკატის (220-1101, 220-1102) ასაღებად.
MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.
HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.

ყველა კურსი

სასურველი კურსები